ირაკლი კობახიძე - ბრიუსელში ვიზიტისას აქტიური კონსულტაციები მექნება, რაც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის მეთაურის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტისას მას ექნება აქტიური კონსულტაციები, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააახლოებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კობახიძემ განუცხადა.

„მას შემდეგ რაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ, ბუნებრივია, ჩვენი თანამშრომლობა. გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ასოცირების დღის წესრიგის საკითხებს, მათ შორის განვიხილავთ, ბუნებრივია, 9 პუნქტის შესრულების გეგმას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციისკენ. აქეთკენ იქნება მიმართული, რა თქმა უნდა, მთავრობის საქმიანობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება