ანა წითლიძე - მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის არის მთავარი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“

მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილი არის მთავარი ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“. მისი პატიმრობა გარდა პოლიტიკური უსამართლობისა, ასევე არის ეკონომიკური შესაძლებლობის და სარგებლის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულოს.

„მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მთავარი ლიდერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ . გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არის ძალიან დიდი უსამართლობა და არანაირი სამართლებრივი მოტივი ამას არ აქვს და აქვს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილის არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარებაში ძალიან დიდი როლი შეასრულოს, რომელსაც შეუძლია და გაუკეთებია ის, რომ ამ ქვეყანაში შეუქმნია მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, მილიონობით ინვესტიცია შემოუტანია ამ ქვეყნისთვის და დღეს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური უსამართლობა, ასევე ეს არის ეკონომიკური შესაძლებლობის და ეკონომიკური სარგებლის დაკარგვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან მძიმე სოციალური- ეკონომიკური მდგომარეობის გამო“,- განაცხადა წითლიძემ.

მისი თქმით, 9 პუნქტიდან ერთ-ერთი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, არ ექნება კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა.

„ჩვენ ვიცით, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ყოველთვის რაღაც დაბრკოლების შექმნა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ მიხეილ სააკაშვილი არ ჩაერთოს აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში, ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ 9 პუნქტიდან ერთ-ერთი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ ოპოზიციის მთავარ ლიდერს, რომელსაც აქვს 600 000 პერსონალური ხმა ბიძინა ივანიშვილის გაყალბებული არჩევნებითაც კი, იქნება ციხეში და არ ექნება შესაძლებლობა კამპანიაში ჩართვის. მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ის არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე