გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 01:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში ხატაეთის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნურადინ ფრიდონის, ცამეტი ასურელი მამის, ჰუგო ჰუბერტის, ვლადიმერ მაყაშვილის, ვახტანგ ჭელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, თბილისში აღმაშენებლის ხეივანში, ჩალიპირებში.
10 თებერვალს, 14:00-დან 14:07 საათამდე ძაბვა დროებით შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი. 14:10-დან 14:17 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მილახვრიანი, პირმისაანი, ვარსიმაანი, დუშეთში ქეთევან წამებულის, რჩეულიშვილის ქუჩებზე. 14:20-დან 14:27 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, ჩუგუნიაანი, მილახვრიანი. 14:30-დან 14:37 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მლაშე, ბაზალეთი, უნდილაანთკარი, გრიგოლაანთკარი, ბერთამთა, საშაბურო და მიმდებარე ტერიტორიაზე. 14:40-დან 14:47 საათამდე - აბონენტებს დუშეთში რუსთაველის, ბუხაიძის, ტაბიძის, ერისთავის, აღმაშენებლის, კოსტავას, ფარნავაზის, იოსელიანის, მწითურის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კობიაანი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი. 14:50-დან 14:57 საათამდე - აბონენტებს დუშეთში შამანაურის, ბაჩანას, ობსერვატორიის, ვაჟა-ფშაველას, დადიანის, ყაზბეგის, თამარ მეფის, თეატრის, ფასანაურის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 15:07 საათამდე - აბონენტებს დუშეთში ერეკლე II-ის, 26 არაგვისპირელის, ზანდუკელის, ბუაჩიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:10-დან 15:17 საათამდე - აბონენტებს სოფლებში თანიანთკარი, მეზვრიანთკარი, ყვავილი, ქვემო და ზემო აში, ქერანა, ნანიაანი.
11 თებერვალს, 13:00-დან 13:10 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში აბანოსხევი, წითელსოფელი, ბულაჩაური, ბაგა, ქუბრიაანი, ლაშარის ჯვარი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლებში. 13:20-დან 13:30 საათამდე - აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, სელექცია, ნავაზარი, ნავაზი, წილკანი, ნატახტარი.
12 თებერვალს, 11:00-დან 19:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წეროვანი და ახალი წეროვანი. 11:00-დან 15:00 საათამდე - მომხმარებლებს დაბა ფასანაურში, დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, წითლიანა, მენესო, დოლასქედი, ზანდუკი, გამსი, მაქართა, ჯუღისი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს დუშეთის, კასპის და ახალგორის მუნიციპალიტეტების სოფლებში ოძისი, ახმაჯი, თვაურები, ბაქაქურები, ნაგომევი, ლამისყანა, ხვითი, ჭაშა, ხარბალი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.