კლაუს ვალდნერი - საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორი -   ,,ემ თი ეის" მიერ გაწეული  სამზადისი არაჩვეულებრივია

„ემ თი ეის" მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია,- ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) შეჯიბრის დირექტორმა კლაუს ვალდნერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელმა კვალიფიკაციებმა კარგად ჩაიარა.

„ემ თი ეის" მიერ გაწეული სამზადისი არაჩვეულებრივია. თოვლის საფარი მშვენიერია. იანვრის დასაწყისიდან ნალექმა მოგვცა შესაძლებლობა, ტრასის მშენებლობა დაგვეწყო. საშეჯიბრო არეალი მართლაც რომ არაჩვეულებრივია და ასეთივე იყო გასულ წელს. გუნდის მუშაობას, ძალიან კარგად ვაფასებ. დღევანდელმა კვალიფიკაციებმა კარგად ჩაიარა და დარწმუნებული ვარ, ხვალისთვის არაჩვეულებრივი სანახაობა გველის”,- აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორმა.

შეგახსენებთ, 10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება.

შპს „მთის ტრასების სააგენტოს” ცნობით, საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი იასპარეზებს.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.

2024 წლის დასკვნითი ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიებია: „ბორჯომი“,“თი ბი სი“ „რედკო“, და „სილქნეტი“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება