დანიის თავდაცვის მინისტრი - რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს

რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს, - ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გამოცემა Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამხედრო ტექნიკის წარმოებაში რუსეთის პოტენციალი ძალიან გაიზარდა…

არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ სამი-ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი სიმყარეზე გამოცდის მე-5 მუხლსა და ნატო-ს სოლიდარობას. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს ახალი ცოდნაა, რომელიც ახლა წინა პლანზე გამოდის“, - განაცხადა პოულსენმა.

მისი თქმით, დანიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, რომლებიც მისი წევრი სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე იქნება მიმართული.

„რუსეთს აქვს პოტენციალურად ამის გაკეთების სურვილი. ახლა მათ შეიძლება შესაძლებლობა ჰქონდეთ სამხედრო პოტენციალი მიიღონ უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ველოდით. არსებობს საფუძვლები ნამდვილი შეშფოთებისთვის”, - განაცხადა პოულსენმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე