დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სტიქიის (დიდთოვლობის) სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო თათბირი გაიმართა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თათბირზე სახელმწიფო რწმუნებულს გააცნეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ცხრა ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს, ნაწილის მობილიზება სხვა რეგიონებიდან განხორციელდა.

„დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობების სახურავები, აგრეთვე სოფელ გვიმბრალაში ჩაინგრა საბავშვო ბაღის სახურავი. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის მიერ დაიწყო საბავშვო ბაღის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიება.

მიმდინარეობს ზარალის აღწერის პროცედურები, რომლის შემდეგაც დაიგეგმება საჭირო ღონისძიებები.

ამ დროისთვის ჩატარებული სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით სრულად არის აღდგენილი, ასევე აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სოფლებში თოვლწმენდითი სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად, გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს