Reuters  - ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოებას აძლიერებს

ეგვიპტე ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოებას აძლიერებს, - ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სფეროდან ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათი ცნობით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეგვიპტემ სინაის ნახევარკუნძულზე 40 ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი გადაისროლა ღაზის სექტორთან სასაზღვრო უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

ეგვიპტის სამხედრო ტექნიკის გადასროლა იქამდე მოხდა, ვიდრე ისრაელი სამხედრო ოპერაციებს გააფართოებდა ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰთან, რომელშიც ბევრი პალესტინელია კონცენტრირებული, რომლებიც სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან გამოექცნენ ომს. როგორც წყაროების აღნიშნავენ, ამის ფონზე ეგვიპტეს ეშინია, რომ პალესტინელები მასობრივად დაიწყებენ ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში გადმოსვლას.

ცნობისთვის, ისრაელის ავიაციამ ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქალაქი რაფაჰი დაბომბა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს უბრძანა მოემზადონ დევნილი ადამიანების ევაკუაციისთვის.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი