კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს

კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს.

„უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებები, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყანა-აგრესორთან, მის საბჭოურ და იმპერიულ წარსულთან“, - განაცხადა კიევის საკრებულოს მდივანმა ვლადიმირ ბონდარენკომ.

ბულგაკოვის ქუჩის გარდა, რომელიც ახლა ვახტანგ კიკაბიძის ქუჩა გახდა, კიევში დასახელება კიდევ ცხრა ობიექტს შეუცვალეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე