მამა შალვა კეკელიამ სამღვდელოებასთან ერთად კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლთან ერთად, 19 წლის გოგოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კლუბ „ბასიანთან“ ღვთისმშობლის პარაკლისი ჩაატარა. „ბასიანთან“ შეკრებილები იყვნენ სასულიერო პირები და მოქალაქეები.

მამა შალვა მიიჩნევს, რომ 19 წლის გოგო კლუბურმა ნარკოტიკმა იმსხვერპლა და დაუშვებელია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება. სასულიერო პირი ფიქრობს, რომ სამომავლოდ მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა რომ არ განმეორდეს, აუცილებელია საზოგადოება გონს მოეგოს და კლუბებში ნარკოტიკული ნივთიერებები აიკრძალოს. მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემაზე საჭიროა დისკუსიები.

„ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს სამშობლოსთან, ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ მოგვიტანია დღემდე, ჩვენმა წინაპრებმა მოიტანეს. დღევანდელი დღისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ქართველები ვმდგარიყავით, უამრავი სისხლი დაღვარეს ჩვენმა წინაპრებმა. უამრავი ადამიანი შეეწირა ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. უამრავმა ადამიანმა იბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენ ღირსება, პატივი, ეროვნულობა ტრადიციები გვქონოდა. დასაცინად არ ღირს ის, რომ თურმე ასეთი საუბარი არ შეიძლება, თურმე არ შეიძლება ვისაუბროთ პატრიოტიზმზე, ქვეყანაზე, ეროვნულობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ის ახალგაზრდები ჩვენი შვილები არიან. ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ეს უნდა გაიაზროს მთავრობამ, ოპოზიციამ. თითოეული ჩვენგანისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, რომ ჩვენ ერთად ვყოფილიყავით. ჩვენ დასაღუპი შვილები არ გვყავს. რატომ გადავწყვიტეთ, რომ შევკრებილიყავით? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. ამ ნარკოპოლიტიკას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა“,-განაცხადა მამა შალვამ. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე არცერთი ტელევიზია არ საუბრობს. "მეწყერი რომ მოწყდება იმაზე ეუბნებიან მთავრობას, ადამიანი რატომ მოკვდაო, გამოძიება იწყება და ადამიანი რომ დაიღუპა, ამაში სახელმწიფომ არავინ დაადანაშაულა იმიტომ, რომ სახელმწიფოც და ოპოზიციაც ამაშია ჩართული“,-აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

ცნობისთვის, კლუბ „ბასიანის“ განცხადებით, 19 წლის გოგონა, რომელიც გარდაიცვალა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით გახდა შეუძლოდ.

როგორც კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალგაზრდას პირველადი დახმარება მომენტალურად გაეწია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერც კლინიკაში შეძლეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე