რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში სროლის დროს დაჭრილი 26 წლის მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, კლინიკა „რუსთავში“ მას ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ ფასდება, მას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით ჰქონდა მიყენებული.

პაციენტის მდგომარეობა მძიმედ არის შეფასებული. მას მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნებოდა გულ-მკერდზე, სახეზე, მუცლის არეში, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად გუშინ 4 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა.

ბრალდებული გიორგი ორველაშვილი სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე