გიორგი კეკელიძე - პანკისს ვესტუმრეთ ახალი წიგნებით და ვთქვით, რომ ერთ ქვეყანას და ერთ იდეას ვემსახურებით, მიუხედავად ეთნიკური, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა

პანკისის ხეობას, სოფელ წინუბანს ვესტუმრეთ ახალი წიგნებით და ვთქვით, რომ ერთ ქვეყანას და ერთ იდეას ვემსახურებით, მიუხედავად ეთნიკური, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა, - ამის შესახებ „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კეკელიძე აცხადებს, „ძალა სწორედ წიგნიერება, განათლება და ცოდნაა“.

„დღეს პანკისის ხეობას, სოფელ წინუბანს ვესტუმრეთ ახალი წიგნებით და ვთქვით რომ ერთ ქვეყანას და ერთ იდეას ვემსახურებით, მიუხედავად ეთნიკური, კულტურული და რელიგიური კუთვნილებისა. რომ ვამაყობთ კიდეც ამით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უპირატესობა და რომ ძალა სწორედ წიგნიერება, განათლება და ცოდნაა.

პანკისს ჩვენს წარმომადგენელ მარგარეტ დაიაურთან ერთად ვსტუმრობდით და ორი ადგილობრივი წარმომადგენელი გვყავს უკვე: ბრწყინვალე მასწავლებელი აზა ხანგოშვილი და შესანიშნავი ახალგაზრდა მუსლიმ ბორჩაშვილი“, - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს