„ჰეზბოლას“ ლიდერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჰეზბოლა“ ავრცელებს.

„ჰეზბოლას“ ცნობით, ლიბანში გამართულ შეხვედრაზე ჰასან ნასრალამ და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ღაზაში მიმდინარე მოვლენები და სამხრეთ ლიბანში არსებული სიტუაცია განიხილეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეირუთში ლიბანის პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ მიკატისაც შეხვდა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა