ბიძინა ივანიშვილი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა აზარაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბიძინა ივანიშვილი ვაჟა აზარაშვილის სამძიმარზე მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად მივიდა.

ცნობისთვის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს დღეს დაკრძალავენ. მას ქაშვეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში დაიკრძალება.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ვაჟა აზარაშვილმა დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს. 1961 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია