ირაკლი კობახიძე - ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით - ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბაღდათში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზარალებულთა ოჯახებთან დაკავშირებით ყველა ზომა იქნება მიღებული.

მისივე განმარტებით, ზომებს კომპენსაციებთან დაკავშირებით, აესვე ზომებს მიიღებენ იქ, სადაც საჭიროა განსახლება.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა, სადაც სტიქიის ადგილზე ჩავიდა.

„სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე ვიყავით, ვითარებას ადგილზე გავეცანით. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. ყველა ზომა მიღებული იქნება, სადაც საჭირო არის განსახლება ხელისუფლება ზომებს ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს, სადაც საჭიროა კომპენსაციები ზომები ამის შესახებაც იქნება მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დღეს-ხვალ, უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ, სოფლის მოსახლეობას მივუსამძიმრებ, პირადად მივუსამძიმრებთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც, ძალიან რთული შემთხვევა იყო. თუმცა, ზოგადად ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა დამატებით შეძენილი ის ტექნიკა, რომელიც სტიქიურ ზონებში მეწყრის მოახლოების სიგნალს გამოსცემს, პრემიერის თქმით, რაც შეიძლება მეტად უნდა გაფართოვდეს დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც შესაძლებელი იქნება პრევენცია იქ, მაქსიმალურ ზომები უნდა იყოს მიღებული და რა თქმა უნდა, ეს სისტემები უნდა გაფართოვდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

ასევე, რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებიც 6-7 თებერვალს მეწყრული პროცესების შედეგად გაასახლეს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამ ყველაფრით დღესაც კიდევ ერთხელ დაინტერესდა.

მისივე თქმით, მთავარი არის ის, რომ თითოეული ოჯახი, ადამიანი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს სათანადო პირობებით, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება.

„საუბარი მქონდა, როგორც გუბერნატორთან, ასევ მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია