დავით არახამია - აშშ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს

აშშ უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაშიც გააგრძელებს, - ამის შესახებ უმაღლესი რადას „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

„აშშ-ში სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები მოქმედებენ, რომლებიც ბალანსს ინარჩუნებენ. არ ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის დროს რაიმე შეიცვლება, თუმცა მცირე რისკები არსებობს“, - განაცხადა დავით არახამიამ.

მისი თქმით, თუ დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, იგი უკრაინის მიმართ აშშ-ის ამჟამინდელ სამართლიან პოლიტიკას გააგრძელებს.

არახამიამ აღნიშნა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა უკრაინას აგრესიის მსხვერპლად მიიჩნევს და მისთვის დახმარების აღმოჩენის მომხრეა.

„თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვარწმუნებს არის ის, რომ ჩვენ აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა გვაქვს. უკრაინას მხარს რესპუბლიკელებიც უჭერენ და დემოკრატებიც. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც თავიანთ ამომრჩევლებს უსმენენ“, - აღნიშნა დავით არახამიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს