შვეიცარიის პრეზიდენტი - თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავაძლიეროთ

ჩვენ თავდაცვის შესაძლებლობები უნდა გავაძლიეროთ, - ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამერდმა განაცხადა.

„არმია ბოლო 30 წლის განმავლობაში განადგურებული იყო და ცხადია, რომ ამის გამოსწორება ხუთ წელიწადში და გაზრდილი რესურსების გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა ვიოლა ამერდმა.

ვიოლა ამერდმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების მიერ თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების მაგალითზე, შვეიცარიამ შესაბამისი გაკვეთილები უნდა მიიღოს.

უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარკუს მედერმა განაცხადა, რომ შვეიცარიამ ნატო-ს ქვეყნებთან ინფორმაცია და გამოცდილება უნდა გაცვალოს.

ასევე, გადახედოს იმას, შეუძლიათ თუ არა შვეიცარიის სამხედროებს ალიანსის ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს