ილია მეორე - წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„წავიდა ჩვენგან ბატონი ვაჟა აზარაშვილი, - ქართული მუსიკალური სამყაროს უნიჭიერესი, თავმდაბალი, მორწმუნე, სიკეთით სავსე წარმომადგენელი, მომავალი თაობების აღმზრდელი ღირსეული პიროვნება.

ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვაჟას უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა თვისსა განუსვენოს მას“, - აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს