დმიტრო კულება - პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს

პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

კულებას განცხადება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტს, ტაკერ კარლსონს მისცა.

„დღეს პუტინს საშუალებას აძლევთ მისი ავადმყოფი გენოციდური პროპაგანდა გაავრცელოს, და მეორე დღეს ის ხარკოვს ბომბავს და რამდენიმე ადამიანს კლავს. რუსებმა ცოცხლად დაწვეს პარალიზებული კაცი და მისი ცოლი, ისევე როგორც ხუთწევრიანი ოჯახი: ახალგაზრდა მშობლები, მათი ოთხი და შვიდი წლის შვილები, და ახალშობილი. პუტინისგან ინტერვიუს აღება 2024 წელს იგივეა, რაც ჰიტლერისთვის სიტყვის გადაცემა 1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დახმარება გაეწიოს სისხლისმსმელი ტყუილების გავრცელებაში”, - წერს კულება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე