ტაივანი აცხადებს, რომ რვა ჩინური საჰაერო ბუშტი დააფიქსირა

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რვა ჩინური საჰაერო ბუშტი აღმოაჩინეს, რომლებმაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ტაივანის სრუტე გადაკვეთეს.

უწყების მტკიცებით, აქედან ხუთმა პირდაპირ კუნძულის თავზე გადაიფრინა.

ტაივანის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჰაერში ჩინეთის გაზრდილი აქტივობა საფრთხეს უქმნის საავიაციო უსაფრთხოებას და არის ფსიქოლოგიური ომის მცდელობა.

ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბუშტები განკუთვნილია მეტეოროლოგიური კვლევისთვის და ამის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება არ უნდა მოხდეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რა ზეწოლაც არ უნდა განახორციელოს კრემლმა ფაშინიანზე, ცხადი ისაა, რომ ფაშინიანი სომხეთში ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში შეინარჩუნებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
ვანო ჩხარტიშვილი განცხადებას ავრცელებს
„ვისოლმა“ „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური ამბროლაურშიც გახსნა