შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელთან, ვიცე-პოლკოვნიკ დევიდ კანადეისთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თბილისის ოფისის პროგრამის კოორდინატორები.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დევიდ კანადეის ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წლების განმავლობაში ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული კომპლექსური გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით აშშ-ის მხარის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე. მან ხაზი გაუსვა სამინისტროსთვის სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სახმელეთო და სანაპირო საზღვრის დაცვა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოება და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრევენცია.

შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წლების განმავლობაში გაწეული ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე