გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო - არაფერი ვიცოდით იმის შესახებ, რომ ღაზაში, ჩვენი შტაბ-ბინის ქვეშ გვირაბი იყო განთავსებული

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელის, ფილიპ ლაზარინის განცხადებით, მათ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორში, მათი შტაბ-ბინის ქვეშ „ჰამასის“ გვირაბი იყო განთავსებული.

„გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა იყო მისი შტაბ-ბინის ქვეშ ღაზაში. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას იმსახურებს, რაც, შეუძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ ღაზა აქტიური ომის ზონაა“, - აღნიშნა ფილიპ ლაზარინმა.

მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებას პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოსთვის გვირაბის შესახებ ოფიციალურად არ უცნობებია.

ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ასობით მეტრის სიგრძის გვირაბის ქსელი აღმოაჩინეს, რომლის ნაწილი გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს შტაბ-ბინის ქვეშ გადიოდა. მედიის ინფორმაციით გვირაბი, რომელიც, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 700 მეტრი სიგრძის და 18 მეტრის სიღრმის იყო, რამდენიმე ოთახისგან და საოფისე ფართისგან შედგებოდა. ერთი დიდი კაბინეტი სავსე იყო კომპიუტერული სერვერებით, მეორე კი სამრეწველო ბატარეებით.

"ეს არის დაზვერვის ერთ-ერთი მონაცემთა ცენტრი. ეს ადგილი არის „ჰამასის“ დაზვერვის ერთ-ერთი ქვედანაყოფი, საიდანაც ისინი მეთაურობდნენ საბრძოლო მოქმედებების დიდ ნაწილს“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცერმა მედიასთან საუბარში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე