ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახმელეთო ჯარების, გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა განკარგულებები გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების დანიშვნის შესახებ და ასევე, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა.

ზელენსკიმ ასევე შეცვალა საჰაერო სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური და ამ თანამდებობაზე მაქსიმ მირგოროდსკის ნაცვლად იგორ სკიბიუკი დანიშნა.

გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება