ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ რაფაჰში, გვეუბნებიან: "წააგეთ ომი“

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისრაელი რაფაში უახლოეს მომავალში ოპერაციას დაიწყებს.

"გამარჯვება ხელმისაწვდომია. ჩვენ ამას ვაპირებთ. ვაპირებთ, მივწვდეთ „ჰამასის“ დარჩენილ ტერორისტულ ბატალიონებს რაფაჰში, რომელიც უკანასკნელი ბასტიონია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერი პირობას დებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელი უზრუნველყოფილი იქნება.

„ვაპირებთ, უზრუნველვყოთ უსაფრთხო გასასვლელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რათა მათ გასვლა შეძლონ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

კითხვაზე, თუ სად უნდა წავიდნენ პალესტინელები, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ - დეტალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიდეთ რაფაჰში, პრინციპში, გვეუბნებიან: "წააგეთ ომი, შეინარჩუნეთ „ჰამასი“ იქ", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის.

შეერთებულმა შტატებმა ისრაელი გააფრთხილა, რომ ასეთი ოპერაციის განხორციელება საფუძვლიანი დაგეგმვის გარეშე კატასტროფა იქნება.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს