დევიდ კემერონი - ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, რაფაჰში ისრაელის მხრიდან შეტევის მოსალოდნელი დაწყების გამო ღრმად შეშფოთებულია.

"ღრმად შეშფოთებული ვარ რაფაჰში სამხედრო შეტევის პერსპექტივით - ღაზას მოსახლეობის ნახევარზე მეტი თავს აფარებს ამ ტერიტორიას. პრიორიტეტი უნდა იყოს ბრძოლის დაუყოვნებლივ შეჩერება დახმარების შესატანად და მძევლების გამოსაყვანად, შემდეგ კი პროგრესი მდგრადი, მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისკენ“, - დაწერა კამერონმა X-ზე.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა თავის სამხედროებს დაავალა, მოემზადონ ქალაქიდან დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის ევაკუაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ მოქალაქეებიდან ბევრი ღაზის სექტორის სხვადასხვა ნაწილიდან დევნილი პირია.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს