თეთრი სახლი - მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავია

მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავია, - ამის შესახებ თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა განაცხადა.

თეთრ სახლში გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას ნატო-სთან დაკავშირებით.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააძლიერა ალიანსი, რადგან მან იცის, რომ ყველა მთავარსარდლის უპირველესი პასუხისმგებლობა ამერიკელი ხალხის და იმ ღირებულებების დაცვაა, რაც გვაერთიანებს.

„მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია, ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობასა და ჩვენს ეკონომიკას”,-განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს ნებისმიერ მოკავშირეს, რომლებიც, მისი აზრით, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

”ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: ”კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?”, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა:

„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე