ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი კვლავ ჰოსპიტალიზებულია, - ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული.

„თავდაცვის მინისტრი უოლტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებენ შარდის ბუშტის პრობლემაზე. ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობა უტარდება", - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

პებტაგონში აცხადებენ, რომ ლოიდ ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრი სახლი ინფორმირებულია.

ლოიდ ოსტინმა ფუნქციები და მოვალეობები თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, კეტლინ ჰიქსს გადასცა.

შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს ლოიდ ოსტინმა პროსტატის კიბოს ოპერაცია გაიკეთა. ახალი წლის დღეებში პროცედურასთან დაკავშირებული გართულებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსტინს საშარდე გზების ინფექცია დაუდგინდა და ის საავადმყოფოში ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. თავდაცვის ოფიციალურ პირებსა და ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მისი საავადმყოფოში გადაყვანიდან მესამე დღეს მიაწოდეს. ამ ფაქტის გამო ოსტინმა ბოდიში მოიხადა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს