ისრაელის თავდაცვის ძალები - რაფაჰში, სპეცოპერაციის შედეგად, 2 მძევალი გავათავისუფლეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს.

მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ორი გადარჩენილი მძევალი გამოკვლევებისთვის რამათ განის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა რაფაჰზე დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაფაჰში ტერორისტების ობიექტებს დაარტყეს. Reuters-ი, ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულია 37 და დაშავებულია ათობით ადამიანი. „ჰამასის“ ინფორმაციით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს