იოავ გალანტი - მივესალმები შთამბეჭდავ სამაშველო ოპერაციას, რომლის შედეგადაც 2 მძევალი გათავისუფლდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით მიესალმება ისრაელის მიერ რაფაჰში ჩატარებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც „ჰამასის“ ტყვეობიდან ორი მძეველი გაათავისუფლეს.

„მივესალმები შთამბეჭდავ სამაშველო ოპერაციას. პრემიერთან და მთავარსარდლებთან ერთად ოპერაციას ომის ოთახიდან ვადევნებდი თვალყურს. სრულ მადლიერებას გამოვხატავ ისრაელის თავდაცვის ძალების, შინ ბეტისა და ეროვნულ კონტრტერორისტული ქვედანაყოფის მიმართ“, - აცხადებს გალანტი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს