არგენტინის პრეზიდენტი ისრაელს არგენტინელი მძევლების გათავისუფლების გამო მადლობას უხდის

არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი განცხადებას ავრცელებს და ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება, რომლებიც არგენტინის მოქალაქეები არიან.

„პრეზიდენტის ოფისი მადლობას უხდის ისრაელის თავდაცვის ძალებს, შინ ბეტს და ისრაელის პოლიციას, რომ წარმატებით დაასრულეს არგენტინელი ფერნანდო სიმონ მარმანისა და ლუი ჰარის გადარჩენა“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, არგენტინის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ისრაელში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს მან ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან კიდევ ერთხელ გააჟღერა თხოვნა არგენტინელი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით და „ჰამასის“ თავდასხმა მტკიცედ დაგმო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს