მედია - ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი, რომელიც 13-14 თებერვლისთვის იყო დაგეგმილი, მოულოდნელად გადადო, - ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Challenges-ი ელისეის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოგზაურობის არჩეული თარიღი არ იყო საბოლოო და მათ გადაწყვიტეს მისი შეცვლა, რათა მეტი დრო დაეთმოთ მაკრონის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

Challenges-ის ინფორმაციით, ვიზიტის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი შესაძლო თარიღი შეიძლება იყოს 24 თებერვალი - უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავი, მაგრამ ამ დღეს პარიზში ყოველწლიური საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო ღონისძიება იწყება, რომელმაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ფერმერების, მათ შორის ფრანგი ფერმერების, პროტესტის ფონზე. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ მაკრონის უკრაინაში ვიზიტი არც 24 თებერვალს განხორციელდეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება