2023-2024 სასწავლო წელს, ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება

2023-2024 სასწავლო წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 708 საჯარო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელშიც 141 324 აღსაზრდელი ირიცხება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში, საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 17 620 აღმზრდელ-პედაგოგი/ აღმზრდელი/ აღმზრდელის თანაშემწე/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგია დასაქმებული.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მოქმედ 188 საჯარო ბაგა-ბაღში 52 945 აღსაზრდელი ირიცხება. რაც შეეხება, თბილისში დასაქმებულ აღმზრდელ-პედაგოგებს/ აღმზრდელებს/ აღმზრდელის თანაშემწეებს/ ინკლუზიური განათლების სპეც. პედაგოგებს, მათი რაოდენობა 6 011-ია.

„საქსტატის“ ინფორმაციითვე, საქართველოში ყველაზე მეტი, 308 საჯარო საბავშვო ბაღი იმერეთში ფუნქციონირებს, სადაც 17 729 აღსაზრდელი და სხვადასხვა სტატუსის 2 707 პედაგოგი მუშაობს.

რაც შეეხება რეგიონს, სადაც ყველაზე ცოტა - 49 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, არის რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში მდებარე 49 საჯარო საბავშვო ბაღში, 800 აღსაზრდელი ირიცხება, სხვადასხვა სტატუსის დასაქმებულ პედაგოგთა რაოდენობა კი, 185-ია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე