ფინეთის ახალი პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინთან რაიმე სახის კომუნიკაციის შესაძლებლობას ვერ ვხედავ - ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ ახლა ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის

ფინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ფინეთის ეროვნული კოალიციური პარტიის“ წევრმა ალექსანდრე სტუბმა გაიმარჯვა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, სტუბმა ამომრჩევლების ხმების 51.6% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ფინეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ კი - 48.4%-ი.

სტუბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მისი ცხოვრების უდიდესი პატივია.

მან უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „საკმაოდ ცხადია, რთულია რაიმე სახის პოლიტიკური დიალოგი პუტინთან, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს“.

„ასე რომ, ვერ ვხედავ რაიმე სახის კომუნიკაციას პუტინთან ან რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან უახლოეს მომავალში. ჩვენ ყველას გვინდა ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ, მაგრამ მეჩვენება, რომ ამ მომენტში ეს გზა მხოლოდ ბრძოლის ველზე გადის“, - აღნიშნა სტუბმა.

ალექსანდრე სტუბი, რომელიც საული ნიინისტოს ჩაანაცვლებს, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1-ელ მარტს შეუდგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე