მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს

მთავრობის ადმინისტრაციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. აქტივისტები პრემიერ-მინისტრად ირაკლი კობახიძის დანიშვნას აპროტესტებენ. ისინი ხმაურით ცდილობენ, რომ ირაკლი კობახიძის მეთაურობით, მთავრობის პირველ სხდომასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატონ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

„ვაპროტესტებთ ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას. იმასაც ვაპროტესტებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ასე შეუძლია მოგვიხსნას და დაგვინიშნოს პრემიერ-მინისტრები. ასევე გვინდა ბატონ ირაკლის შევახსენოთ ის, რომ „გავრილოვის ღამისა“ და „რუსული კანონის“ შემოქმედია, ასევე ის ამბობდა, რომ ევროკავშირი არ გვჭირდება. ირაკლი კობახიძე ცდილობდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას პრობლემა შექმნოდა",-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ლუკა შველიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე