ირაკლი ჩიქოვანი „უგუნურს“ უწოდებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელსაც ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია

ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო, - ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი კითხვას, თუ რატომ არ მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.

ჩიქოვანის განმარტებით, ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „უგუნური გადაწყვეტილებაა, ან ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილია“.

„გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი ამ მიმართულებით იჩენს, ვინაიდან ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა გვაქვს, განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს აზერბაიჯანის ლიდერთან, აბსოლუტურად ყველა ლიდერს ჰქონია განსაკუთრებული ურთიერთობა, რამაც არაერთხელ შეუწყო ხელი ჩვენ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პროექტების განხორციელებას, მეორეს მხრივ, ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო. ვერ გეტყვით, რამდენად გამოდგება გამართლება, რომელსაც პრეზიდენტის ზოგიერთი დამცველი იყენებს, რომ თითქოს, ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი, მაშინ როცა, ეს შედეგები საკმარისია იმისთვის, რომ ევროკავშირის ლიდერებმა, სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა, მათ შორის, ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა გამოიყენოს და მიულოცოს, წარმატებები უსურვოს ახალი პრეზიდენტობის პირობებში ბატონ ალიევს, რატომ არ არის ეს საკმარისი ქალბატონი პრეზიდენტისთვის. ეს კიდევ ერთხელ მგონია, რომ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან აზიანებს და მეორე მხრივ, მგონია, საერთოდ, სულაც უგუნური გადაწყვეტილებაა, თუმცა, შესაძლებელია, ეს ყველაფერი გარკვეული სქემის ნაწილი იყოს, რომელსაც პრეზიდენტი ძალიან დიდი ხანია, აღასრულებს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება