სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის, თბილისის, რუსთავის და თბილისი-გარდაბნის მომსახურების ცენტრებში ელექტრიკოსის და ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციებზე ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა 1-დან 2 თვემდე შეადგენს.

„სტაჟირების შემდეგ ჩატარდება ტესტირება და ტესტირებაზე გასულ კანდიდატებს მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ყველა დასაქმებულ თანამშრომელს სთავაზობს თანაბარ დასაქმების პირობებს და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს მობილური ტელეფონის ნომრებზე: 577 35 18 19. ასევე კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე: vacancy@energo-pro.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს