„ნოვა“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „ნოვა“, რომელიც 2006 წელს დაარსდა და დღეს სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, იმპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში, ბიზნესასოციაციის წევრი გახდა.

ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, „ნოვას“ წარმოების მიმართულება მოიცავს თუნუქის, პოლიეთილენის, საიზოლაციო მასალა XPS-ის, წებო-ცემენტებისა და შავი მეტალის 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს.

„აღსანიშნავია, რომ კომპანია არის ისეთი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, როგორებიცაა: Nippon Paint-ის ჯგუფი: BETEK და FAWORI; Saint Gobain-ის ჯგუფი: IZOCAM და RIGIPS; INGCO; BIEN.

„ნოვას“ მეგაცენტრები წარმოდგენილია საქართველოს 7 დიდ ქალაქში : თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ხაშური, გორი, თელავი და მარნეული, სადაც მომხმარებლისთვის კომპანიის შეთავაზებული სრული ასორტიმენტია ხელმისაწვდომი. 2024 წლიდან კი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანია კიდევ რამდენიმე რეგიონში გახსნის ფილიალებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ ნოვამ BETEK-ის ბრენდთან მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა ამ ბრენდის წებო-ცემენტების წარმოების ფრენჩაიზი, რაც ცალსახად პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

კომპანიის მიზანია უახლოეს მომავალში ქართული ნაწარმი პროდუქციის ექსპორტის მნიშვნელოვანი გაფართოება ამიერკავკასიის რეგიონში.

„მივესალმებით ერთ-ერთი უმსხვილესს მწარმოებელ, იმპორტიორ და რეალიზატორ კომპანია „ნოვას“ საქართველოს ბიზნესასოციაციაში. სწორად ასეთი წარმატებული და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები კიდევ უფრო აძლიერებენ ბიზნეს სექტორს და ქვეყანაში ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება და ერთობლივად შევძლებთ იმ ამოცანების მიღწევას, რომელიც დღეს ბიზნეს სექტორის წინაშე დგას“ განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო