ირაკლი ჩიქოვანი - დღეს რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა

ე.წ. countdown-ი ანუ უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისთვის, რომ განაცხადონ, რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები, - ასე შეაფასა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ მიერ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ბიძინა ივანიშვილი რუსეთში დაბრუნდება“.

ჩიქოვანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მამუკა ხაზარაძის ქმედებები და დღის წესრიგი სრულ სინქრონშია. ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ როდესაც აღნიშნული ძალა ხელისუფლებაში დაბრუნდება, კვლავ აამოქმედებს რეპრესიულ მანქანას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მათ „გაკვეთილი ვერ ისწავლეს!“

„ისინი როდესაც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც ამ სახელმწიფოში იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორე მხრივ, დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს. ვიღაცებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა, რატომ ვსაუბრობ დაბრუნებაზე - მამუკა ხაზარაძე ჯერ არ ყოფილა ხელისუფლებაში. მე გეტყვით იმას, რომ დღეს რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი-ერთში ემთხვევა იმას, რასაც აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, თუ ვინმეს გეგმებში აქვს, რომ დააბრუნოს ამ ქვეყანაში რეპრესიები, ძალმომრეობა, ამას არავინ დაუშვებს.

„სამწუხაროა, რატომ ჰგონიათ, რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს. მე მგონია, რომ პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, უბრალოდ, როდესაც ადამიანები ვერ აფასებენ ადეკვატურად, რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე. დღეს გვაქვს ჩვენ ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, სადაც ყველას შეუძლია თავისი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ რასაც მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული სხვა პოლიტიკური პარტიები და მედიასაშუალებები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და ხელახლა დაუბრუნდებიან იმ სქემებს და მექანიზმებს, რომელსაც იყენებდნენ 2012 წლამდე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის