ირაკლი ჩიქოვანი „დელტაში“ საკადრო ცვლილებებზე - ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა შეიძლება მე ჯერ ინფორმირებული არ ვარ

არ მიყვარს წინასწარ, ხელაღებით რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ვიდრე საკითხს დეტალურად არ შევისწავლით. ამ ეტაპისთვის, ჩემთვის კონკრეტული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა, შეიძლება ისეთი იყოს, რომელზეც მე ჯერ ინფორმირებული არ ვარ, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ცვლილებები „დელტაში“.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „დელტა“ არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ორგანიზაცია.

„ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენს თავდაცვის ძალებს უფრო სწრაფად, უფრო იაფად მივაწოდოთ კონკრეტული სახეობა სხვადასხვა ტექნიკის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მე, როდესაც საპარლამენტო მოსმენებზე მოხსენებას ვაკეთებდი, ხაზგასმით ვთქვი ერთი რამ - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქცია, რომელსაც სამხედრო მრეწველობა აწარმოებს, იყოს კონკურენტუნარიანი და მეორე, ამის ინტერესი იყოს არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ამის მომხმარებლები იყვნენ ქვეყნის გარედანაც იმიტომ, რომ შეუძლებელია ჩვენ მდგრად სამხედრო სამრეწველო წარმოებაზე ვისაუბროთ, თუ არ გვექნება რეალურად მოხმარების და გამოყენების ბაზარი. აქედან გამომდინარე, ეს უნდა იყოს ეფექტური“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება კონკრეტულად „დელტა ტექსტილის“ საქმიანობას, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, „დელტა ტექსტილთან“ აქამდე პრობლემები არ ყოფილა.

„იმედი მაქვს, რომ აუცილებლად ასე გაგრძელდება. თუ რამე ხარვეზები იქნება, დარწმუნებული ვარ, რომ გამოსწორების გზებს და საშუალებებს მოვძებნით. მეორეს მხრივ, თუ უფრო პროგრესულ სქემაზე შეიძლება ფიქრი, ესეც, რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, მაგრამ მე არ მიყვარს წინასწარ, ხელაღებით რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი, ვიდრე ამ საკითხს დეტალურად არ შევისწავლით. ამ ეტაპისთვის ჩემთვის კონკრეტული მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ ცნობილი არ არის. თუმცა ვიმეორებ, შეიძლება ისეთი იყოს, რომელზეც მე ჯერ ინფორმირებული არ ვარ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე