„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - ბათუმი „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის პრობლემების ქალაქად იქცა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ანთაძემ და ენმ-ის ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა რეზო ხარაზმა, ბათუმში გზისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე ბრიფინგი გამართეს.

მათი თქმით, ბათუმში ადლიის დასახლება მიტოვებულია და არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები.

„ბათუმი ,,ქართული ოცნების" პირობებში ჩვენი მოქალაქეებისათვის პრობლემების ქალაქად იქცა. დღეს არ არსებობს უბანი თუ ქუჩა, სადაც ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა არ იგრძნობა, ამ დროს ადგილობრივი თვითმმართველობა და მერია ყოველწლიურად თავისი კომფორტის მოსაწყობად ყიდულობს ახალ ავტომობილებს და ზრდის შტატებს თავის უფუნქციო უწყებებში პარტიული აქტივისტებისათვის. ამის მაგალითია ადლიის დასახლება და ამ დასახლებაში არსებული ქუჩები, რომელიც გადათხრილია და მიტოვებული. არ არსებობს სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები. ადგილობრივი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის მაგალითია ამ დასახლებაში კომპანია ბათუმის წყლის მიერ ადლიის ქუჩაზე მოწყობილი სანიაღვრე სისტემები, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული, დაზიანებულია ცხაურები, რაც საფრთხეს უქმნის ტრანსპორტით თუ ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილებას. არ არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და მოსაცდელები, რაც ცუდ ამინდში გადაადგილებას ართულებს“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.

ამასთან, რეზო ხარაზის თქმით, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც პრობლემებს მოაგვარებს.

„ჩვენ დღეს გვჭირდება ბათუმზე ორიენტირებული, ეფექტური და პრობლემაზე სწრაფი რეაგირების მომხდენი როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი მივალთ ყველგან, სადაც არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემებია, სადაც ხალხს სჭირდება დახმარება, რომ კომფორტულ ქალაქში იცხოვრონ“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია