საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია.

როგორც აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპანიას BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა.

მათივე ცნობით, ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობას კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები იღებდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის კუთხითაც წარმატებული იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებები აუდირებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, და მასზე გაცემულია არამოდიფიცირებული აუდიტის დასკვნა. წლიური აუდირებული ანგარიშგებების წარდგენას ვახორციელებთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის კომპანიებისთვის კანონით დადგენილ ვადებში. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია კორპორაციული ანგარიშგების სტანდარტის ამაღლება, შესაბამისად ამ მიმართულებით აღიარებას დიდი როლი ენიჭება,“- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში