ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონული პროკურატურის განახლებული შენობა გახსნა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონული პროკურატურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, განახლებული შენობა გახსნა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ ხაშურის რაიონულ პროკურატურაში დასრულებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა და თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ხაშურის რაიონული პროკურატურის შენობის რეაბილიტაცია ევროპული სტანდარტით განხორციელდა, მასში განთავსებულია სათანადო ტექნიკური მოწყობილობებით აღჭურვილი, არასრულწლოვნებზე მორგებული გამოკითხვის ოთახი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო.

ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის და ხაშურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო