ევროკავშირის ელჩი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

აზერბაიჯანში ევროკავშირის ელჩი, პიტერ მიჩალკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს გამოითქვა სერიოზული შეშფოთება სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMA) საქმიანობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ეწინააღმდეგება თავდაპირველ შეთანხმებებს ამ მისიასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ მისია მოქმედებს მისი გაცხადებული მიზნების საწინააღმდეგოდ და რეგიონში სტაბილურობისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნდობის ჩამოყალიბების ხელშეწყობის ნაცვლად, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად გამოიყენება.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისია არსებითად იქცა "ბინოკლების დიპლომატიის" აგენტად, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა ევროპელი ოფიციალური პირებისა და არაოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს სასაზღვრო რაიონებში და ყველა ასეთი ვიზიტი გამოიყენება აზერბაიჯანის მიმართ სიძულვილის და უსაფუძვლო აზერბაიჯანოფობიის გასავრცელებლად.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე