მამუკა მდინარაძე - საბჭოთა კავშირში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც ამ აქტივიზმით იმდენად გამოირჩეოდნენ, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ - როგორც ჰყვებიან, მათ რიგში იყო მამუკა ხაზარაძე

საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც ამ აქტივიზმით იმდენად გამოირჩეოდნენ, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ - როგორც ჰყვებიან, მათ რიგში იყო მამუკა ხაზარაძე, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საბჭოთა გაციმბირების ნაცვლად, ხაზარაძე ადამიანებს გამოსკოვებას - მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება, ამ კონტექსტში კი, „პროკურორს“ ახსენებს, რაც რეპრესიებს მოასწავებს.

„საბჭოთა პერიოდისთვის გაციმბირება იყო დამახასიათებელი. ხაზარაძემ ისეთი რეპრესიები დაანონსა, რომ სერვისი გააუმჯობესა და ცხოვრების უკეთესი პირობები შემოგვთავაზა, ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება.

ის პროკურორს ახსენებს - წარმოიდგინეთ, რა უდევს ქვეცნობიერში - როცა ეკითხებიან, რატომ მოსკოვში, პასუხობს: - მე პროკურორი არა ვარ, ეს პროკურორის საქმეაო... ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნდეს და რეპრესიები განახორციელოს - მისი ქვეცნობიერი ამ კონტექსტში ახსენებს პროკურორს.

წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა, ბოღმა და ბოროტება დევს ადამიანში, ვინც ამას ლაპარაკობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს