დავით მათიკაშვილი - პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული - მიზანია „ნაცმოძის“ „ლეგო“ დაშალონ, გადაალახვინონ ბარიერი, შემდეგ ისევ ააწყონ კოლექტიური „ნაცმოძი“ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ

პლატფორმა, სადაც ნათელაშვილის მსგავსი ფანჩატური უნდა შეიქმნას, ფიასკოსთვისაა განწირული - მიზანია „ნაცმოძის“ „ლეგო“ დაშალონ, გადაალახვინონ ბარიერი, შემდეგ ისევ ააწყონ კოლექტიური “ნაცმოძი“ და ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.

მათიკაშვილი ვარაუდობს, რომ ერთობა წარმატებული ვერ იქნება.

„პლატფორმა, სადაც კიდევ ერთი მცდელობაა, ნათელაშვილის ფანჩატურის მსგავსი ერთობა შეიქმნას და წარმატებული ნაბიჯები გადადგას, ფიასკოსთვის არის იმთავითვე განწირული. როგორც იდეოლოგიურად, ასევე ფუნდამენტალურად ეს ერთობა წარმატებული ვერ იქნება. სახეზეა კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ფორმალურ სტატუსს ატარებს და დიდი ნაწილი იქ გაერთიანებული პარტიებისა, კოლექტიური „ნაცმოძის“ შემადგენელი ნაწილია. მათი დავალების მიმცემთა საერთო მიზანია „ნაცმოძის“ ლეგო დაშალონ, დაშლილ მდგომარეობაში გადაალახვინონ ბარიერი და შემდეგ მოხდეს კვლავ კოლექტიური „ნაცმოძის“ აწყობა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, რაც იმთავითვე განწირულია. საზოგადოებამ იმდენად კარგად იცის ეს პროცესი, რომ ამ ანკესზე არ წამოეგება,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე