პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა 9 თებერვალს, ოფიციალური წერილით მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა ოფიციალური წერილით მიულოცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, წერილი 9 თებერვალს გაიგზავნა.

„საქართველოს პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს როგორც ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს, ოფიციალური წერილით მიულოცა პრეზიდენტის პოსტზე არჩევა“, - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასაჯაროებს წერილს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. წერილში სალომე ზურაბიშვილი ალიევს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტად არჩევას საკუთარი და ქართველი ხალხის სახელით ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ,

ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებასა და გამარჯვებას თქვენი ქვეყნის სამსახურში და აზერბაიჯანელი ხალხის კეთილდღეობისათვის დაუღალავ ბრძოლაში. ღრმად მწამს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ ჩვენი ორი მოძმე ქვეყნის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც მეტად გავაძლიერებთ საქართველოსა და აზერბაიჯანის როლს რეგიონის სტაბილურობის და განვითარების კუთხით. თქვენო აღმატებულებავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას და გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას, ხოლო მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას“,- ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ მილოცვის წერილი დღეს თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობით, სალომე ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცია, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტი სახელისუფლებო პარტიის წევრებმა გააკრიტიკეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება