რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, ბრიტანეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.

უწყების ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯეიმს კარტლიჯი, წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი, რამდენიმე ბრიტანელი პარლამენტარი, მათ შორის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე ჩარლზ როლანდ ვინსენტ უოლკერი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სარა მაკინტოში, ლორდთა პალატის წევრები დანიელ ჯონ ჰანანი, მაიკლ ენტონი ეშკროფტი და რეი ედვარდ ჰარი კოლინზი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე