რუსთავის მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ პროექტ -  "მწვანე შუქს” განახორციელებს

რუსთავში სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ "კესანეში”, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლებისთვის ცნობიერებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიციირებული საპილოტე პროექტი - "მწვანე შუქი” განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც რუსთავის მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, ,,კესანეს” ხელმძღვანელი ეკა ნოზაძე, ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრ ,,ილაპარაკეს” დამფუძნებელი მარიამ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.

საპილოტე პროექტი ,,მწვანე შუქი” აუტისტური სპექტრის მქონე პირების მშობლების ცნობიერებისა და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაზრდის მიზნით, ინტერდისციპლინური სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.

"რუსთავში რამდენიმე წელია დავიწყეთ რეფორმები და ვაუმჯობესებთ მუნიციპალურ სერვისებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. დღეს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერებაზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ იმაზე თუ როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს ამ მიმართულებით არსებული სერვისები. სწორედ ამ მიზნით, ცენტრ "კესანეში” ვგეგმავთ პროექტს, რომელიც საპილოტეა და პირველად რუსთავში განხორციელდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ცნობით, პროექტ "მწვანე შუქის” მულტიფუნქციური საქმიანობა, შშმ ბავშვთა დედებისთვის ფსიქიატრის, კლინიკური ფსიქოლოგის, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპევტის, პერსონალური ქოუჩისა და სოციალური თერაპიის კომბინირებულ მიწოდებას გულისხმობს.

პროექტი, რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ,,კესანეს“ აღსაზრდელების მშობლებისთვის, სპეციალური ტრენინგ-კურსის ჩატარებას და ზოგადად შშმ პირთა ოჯახების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„დღეს, ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ უმნიშვნელოვანესი იდეის განხორციელებას, რომელიც საპილოტედ რუსთავში დაიწყება და ჩემი განსაკუთრებული მადლობა რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს, რომელიც განსაკუთრებული მგრძნობელობით მიუდგა ამ საკითხს. პროექტი შეეხება შშმ ბავშვთა მშობლების უფლებების გაძლიერებას, მათი ფსიქო-ემოციური ფონის გაუმჯობესებას და მათ, გარკვეულწილად, მენტორებად ჩამოყალიბებას იმისთვის, რომ შეძლონ სხვა დედებსაც მისცენ რჩევა და რეკომენდაციები თუ როგორი მიდგომები უნდა ჰქონდეთ შშმ ბავშვების მოვლისა და აღზრდის პროცესში. მიხარია, რომ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რუსთავის მერიასთან ერთად გეგმავს ამ საპილოტე პროექტს, რომელიც, იმედი მაქვს, რომ საფუძველს ჩაუყრის ამ იდეის უფრო დიდი მასშტაბით განხორციელებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელ ცენტრი "კესანე" განსაკუთრებული საჭიროების მქონე 430 ბენეფიციარს ემსახურება, რომელთაგან 125, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვია.

რუსთავის მერია, სოციალური პროგრამების ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საკურორტო მომსახურებას, სხვადასხვა სახის სამედიცინო პროცედურებს და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთათვის საჭირო თერაპიას აფინანსებს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა