იუსტიციის სამინისტრო - 2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და ქვეყანაში 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს

იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა, რის შედეგადაც 2023 წლისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების რაოდენობა 118-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წელს იუსტიციის სახლების გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება და 130 იუსტიციის სახლი იფუნქციონირებს მთელ საქართველოში.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარის, ლაშა ლობჯანიძის განცხადებით, უპრეცედენტო მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მიმდინარეობს იუსტიციის სახლების მშენებლობა გლდანში, საგარეჯოში, ხაშურში, სამტრედიაში, ახმეტაში, თერჯოლაში, ხელვაჩაურში, ცაიშში, ზოტში, ტოლებსა და შროშაში. მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზეა მცხეთისა და ჭალის ფილიალების მშენებლობა, ხოლო ბათუმში მეორე ფილიალის მოწყობის სამუშაოები სულ მალე დაიწყება. ასევე, გამოცხადდება ტენდერი რუსთავის ფილიალის სივრცის სრულ განახლებაზე და თანამშრომლებს მეტად კომფორტული სამუშაო სივრცე ექნებათ.

„მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება და ეტაპობრივად გაგრძელდება ყველა ამ ფილიალის გახსნა და სულ მალე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში იქნება იუსტიციის სახლი.

ეს ყველაფერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივითა და ლიდერობით გახდა შესაძლებელი. დიდი მადლობა მას ამ მასშტაბის მხარდაჭერისთვის! 2013 წლიდან 2023 წლის ჩათვლით იუსტიციის სახლის ფილიალების მშენებლობაში დაიხარჯა 110 მილიონ ლარზე მეტი. შედეგად, დღეს, საქართველოს მოსახლეობას აქვს სახელმწიფო სერვისებზე უპრეცედენტოდ მაღალი ხელმისაწვდომობა", - განაცხადა იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს