ირაკლი ზარქუა - ეჭვი მაქვს სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურიც დაიშლება

სალომე ზურაბიშვილი მგონი თავის რადიკალ პარტნიორებზე ეჭვიანობს - ერთი პერიოდი ზენიტში იყო, ახლა ყველას დაავიწყდა და ახალი წინადადებით შემოვიდა, რომ რადიკალები, მარგინალები და ხელმოცარულები გააერთიანოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, "მათი ამოცანაა, კოორდინაციაში იყვნენ ერთმანეთთან და რევოლუციური ქაოსი დაიგეგმოს".

"მე მგონია, რომ ქალაბატონი სალომე ეჭვიანობს უკვე თავის პარტნიორებთან მიმართებით, ვინც ჰყავს - ხელმოცარულები და რადიკალები, რადგან ერთი პერიოდი ზენიტში იყო, ახლა ყველას დაავიწყდა და ახალი წინადადებით შემოვიდა, რომ რადიკალები, მარგინალები და ხელმოცარულები გააერთიანოს და თვითონ ჩაუდგეს სათავეში. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მისაღებია ეს პლატფორმა, ყველას გვეცოდინება, რომ ერთად არიან, ერთი ჭკუის, ერთი ხელწერის ადამიანები და აქეთ იქნება “ქართულო ოცნება“, მშვიდობის, ეკონომიკური ზრდის და ევროინტეგრაციის გარანტი, მაგრამ როგორც შალვას დაეშალა ის ფანჩატური, ეჭვი მაქვს ქალბატონი სალომეს ფანჩატურიც ასე დაიშლება, რადგან ყველა განსხვავებული მსოფლმხედველობის, ხელწერის, მიმართულების ჯგუფები არიან, რომელნიც მოწყურებული არიან ხელისუფლებას, არიან "ნაცები" და "ნეონაცები",- განაცხადა ზარქუამ.

ის, ასევე, გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევა სალომე ზურაბიშვილმა 9 თებერვალს მიულოცა და აღნიშნა, რომ "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს".

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე