გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს განცხადება

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანიტარული და საკვები უსაფრთხოების კუთხით გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში პრობლემა არ არსებობს.

მერიის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გორის მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს ჯანმრთელობისთვის საშიში რძის პროდუქტი მიეწოდებათ.

“შპს ენ პროდუქტის” მერ საჯარო ბაღებში შეტანილი საკვები პროდუქტებიდან აღებული ნიმუშების შემოწმების შედეგად, რომლის ლაბორატორიული კვლევა “შპს ექსპერტიზა +”-ის მიერ ჩატარდა, დადგინდა, რომ ტოქსიკური ელემენტებისა და რადიონუკლიდების პარამეტრები სრულად აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს.

აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სანიტარული და საკვები უსაფრთხოების კუთხით გორის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში პრობლემა არ არსებობს.

რაც შეეხება ამავე სიუჟეტში ნახსენებ საბავშვო ბაღს, მოხდა XI საბავშვო ბაღის შენობის დათვალიერება. ძირითად კონსტრუქციულ სისტემებს დაზიანება და დეფექტები არ აღენიშნება. შენობა არაა ავარიული და საფრთხისშემცველი.

გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე